ჩემ შესახებ

მოგესალმებით, 
მე ვარ თაკო გედევანიძე, 
ამჟამად სტუდენტი, ვსწავლობ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე.
აგრეთვე, ახლა გავდივარ ფოტოგრაფიის კურსებს. ძლიან მიყვარს ეს საქმე და იმედი მაქვს მივაგწევ გარკვეულ წარმატებასაც. 
ყოველთვის აქტიური ბავშვი ვიყავი. დავდიოდი ქართულ ნაციონალურ ცეკვაზე, სამეჯლისო ცეკვებზე, ფიგურულ სრიალზე, ტანვარჯიშზე და ცოტახანს კარატეზეც კი დავდიოდი :დ. თუმცა კიდევ მქონდა სურვილი ცურვაზე სიარულის და ასევე თინეიჯერულ ასაკში გამიტაცა ფოტოგრაფიამა, რომლის ახდენაც ახლა შევძელი და დავიწყე კურსებზე სიარული. ამ ყველაფერთან ერთად მოლარე კონსულტანტად ვმუშაობდი 1 წელი. 
ახლა, რაც შეეხება ჩემს ბლოგს გადავწყვიტე გამეკეთებინა ფრანგულ ბულდოგზე. ძალიან მიყვარს ამ ჯიშის ძაღლები. 
5 წლის ვიყავი მამამ ფრანგული ბულდოგის ლეკვი, რომ მაჩუქა და 9 წელი  მასთან ერთად ვიზრდებოდი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ჯესი. მისი დაღუპვის შემდეგ კი ისევ ოცნებად მაქვს, რომ მყავდეს ამ ჯიშის ძაღლი.
ესეც ჩემი მოკლე ისტორია იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემი ბლოგი
გმადლობთ ყურადღებისთვის.

No comments:

Post a Comment